,,ფრეკენ ჟულის“ პრემიერა „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO
15 თებერვლიდან თეატრი სახელოსნო 42 ახალი სპექტაკლით, ,,ფრეკენ ჟულით“ წარდგება მაყურებლის წინაშე. სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.
SOLO აგრძელებს მომხმარებლებისთვის კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამიტომ, SOLO ბარათის მფლობელები თეატრი სახელოსნო 42-ის ახალი სპექტაკლის პრემიერაზე ბილეთების წინასწარ შეძენას შეძლებენ. პრისეილი 31 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge.
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ავგუსტ სტრინდბერგის პიესის „ფრეკენ ჟულის“ ლევან წულაძისეული ვერსია. პიესა დათო გაბუნიას მიერ ითარგმნა, სპექტაკლში კი მონაწილეობენ ანა ვასაძე, პაატა პაპუაშვილი და ანუკა გრიგოლია.
შეგახსენებთ, რომ SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას სეზონის მანძილზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე მდებარეობს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.