მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გახსენი საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში 31 დეკემრამდე და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლისთვის კომფორტული სერვისების შექმნაზე, არსებული პროდუქტების განვითარებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების მიწოდებაზე. ამჯერად, ბიზნესები რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნიან ბიზნეს ანგარიშს საქართველოს ბანკში, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ.

შეთავაზების ფარგლებში, ის ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნიან ბიზნეს ანგარიშს, 3 თვის განმავლობაში, საქართველოს ბანკის  სტანდარტული ან ჭკვიანი ტერმინალით ფიქსირებული საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ. გარდა ამისა, კომპანიებს, რომლებიც ნოემბერში გახსნიან ანგარიშს - 31 იანვრამდე,  ხოლო დეკემბერში გახსნის შემთხვევაში - 29 თებერვლამდე, ლარის გამავალ ოპერაციებზე გადახდილი საკომისიო ქეშბექის სახით დაუბრუნდებათ ყოველთვიურად,მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით.

ასევე, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნისას, მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ ბიზნეს პაკეტის პროდუქტებს და 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა:  ბიზნეს ინტერნეტბანკი, ბიზნეს მობილბანკი, SMS ბანკი, შეტყობინების სერვისები და სხვა ბენეფიტები.

 „ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რათა ბიზნეს მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და  საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევთავაზოთ.  ის მომხმარებლები,  რომლებიც წლის ბოლომდე გახსნიან საქართველოს ბანკის პირველ ბიზნეს ანგარიშს, სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ, მათ შორის,  შეძლებენ 3 თვე ტერმინალი საკომისიოს გარეშე გამოიყენონ, მიიღონ ქეშბექი. ანგარიშს ციფრულად გახსნის შემთხვევაში კი  ბიზნეს პაკეტის პროდუქტებით 6 თვე უფასოდ ისარგებლებენ. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ სერვისებსა თუ პროდუქტებზე მუშაობას, რაც საბანკო პროცედურებს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის“ -  აცხადებენ საქართველოს ბანკში.

შეთავაზებით  შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ციფრულად ბიზნეს ანგარიშის გახსნათ კი შეგიძლიათ bonline.ge-ზე:

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა