მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Galt & Taggart - დეკემბერში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

news image
mbc image

ეკონომიკური ზრდა

2023 წლის დეკემბერში ეკონომიკური ზრდის ტემპი 8.3%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 5.9%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზარდა. ამასთან, ნომინალური მშპ წლიურად 10.2%-ით გაიზარდა და 79.7 მლრდ ლარი შეადგინა (30.3 მლრდ აშშ დოლარი), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე წლიურად 21.5%-ით გაიზარდა და 8,100 აშშ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება 2024 წელს, ჩვენი საბაზისო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელია 5.4%-ით გაიზარდოს, ხოლო ოპტიმისტური სცენარით - 6.0%-ით.

ინფლაცია

2023 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 0.4% იყო, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა 2023 წელს. დეკემბერში ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნება ძირითადად სურსათის ფასების წლიურმა 3.1%-იანმა კლებამ განაპირობა. ამასთან, საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 1.9% შეადგინა, ხოლო ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპი 3.6%-მდე შენელდა ნოემბერში დაფიქსირებული 3.8%-დან. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი.

მონეტარული პოლიტიკა

2024 წლის 31 იანვარს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 9.0%-მდე შეამცირა, ინფლაციის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკის მიხედვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რაც მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით იმოქმედებს. ჩვენი საბაზისო სცენარით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მოსალოდნელია, ეტაპობრივად, 8.5%-მდე შემცირდეს 2024 წლის ბოლომდე.

ლარის გაცვლითი კურსი

2024 წლის იანვარში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.2%-ით გამყარდა წინა თვესთან შედარებით და 2.68-ის ფარგლებში ივაჭრება, რაც სავალუტო შემოდინებების მდგრადობაზე მიუთითებს.  

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ლარი დოლარის მიმართ საშუალოდ 2.7-ის ფარგლებში, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.0-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

იხილეთ ყველა ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრის ფაქტიური და საპროგნოზო მაჩვენებელი 2012-დან 2024 წლის ჩათვლით აქ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა