Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი: სებ-ის ამ გადაწყვეტილებას დადებითი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან ეროვნული ბანკის ფინანსური კომიტეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა. კერძოდ, 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სესხების ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება. ამასთან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სებ-ი დამატებით მოთხოვნას უწესებს რეგულირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს, იმ პირებზე, რომელთა ჯამური დავალიანება 300,000 ლარამდე იქნება, უცხოური ვალუტის ახალი სესხი გასცენ მხოლოდ ჰეჯირებული სავალუტო რისკის პირობებში."
„ეს არის ლოგიკური ნაბიჯი, რაც აგრძელებს დედოლარიზაციის პოლიტიკას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დღეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. პირველი, რომ არაუზრუნველყოფილი სესხების ვადიანობა ისევ უბრუნდება ძველ რეჟიმს. კერძოდ, გასული წლის ზაფხულამდე, ამ ტიპის სესხების ვადიანობა იყო 4 წელი და შემდეგ 3 წლამდე შემცირდა.
რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება 2022 წელს, რატომ გაამკაცრა პოლიტიკა არაუზრუნვეყოფილ სესხებზე და რა გახდა 1-ელი ნოემბრიდან ამ მიმართულებით დაკრედირების შემსუბუქების მიზეზი?
რომ შევხედოთ, 2019 წლამდე ასეთი ტიპის სესხების ზრდა ძალიან მაღალი იყო, რაც რისკს წარმოადგენდა ასეთი ტიპის მსესხებლისთვის. შემდეგ 2019 წლიდან, რიგი ღონისძიებები შემოიღო ეროვნულმა ბანკმა დედოლარიზაციის კუთხით, რათა ფინანსური სტაბილურობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამას მოჰყვა ის, რომ სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა. თუმცა, როცა COVID19-ის პანდემიიდან გამოვიდნენ ქვეყნები, 2021 წლიდან ამ ტიპის სესხების ზრდის ტემპი ისევ აჩქარდა და 2022 წლის მარტში პიკს მიაღწია - 40%-ით გაიზარდა. ფაქტობრივად, ეს იყო წინაპირობა იმისა, რომ ეროვნულ ბანკს ამ ტიპის სესხებზე ვადიანობა 4-დან 3 წლამდე შეემცირებინა. მიმდინარე მონაცემებით ამ ტიპის სესხების დინამიკა ჩამოვიდა 8%-მდე. ის ღონისძიება, რაც სებ-მა გასულ წელს გაატარა ერთწლიანი იყო. დაინახეს შედეგი და ახლა ფაქტობრივად დაუბრუნდნენ საწყის მდგომარეობას.
რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას საერთო დაკრედიტებაზე?
ადრე ჩვენი შეფასება იყო, რომ ვადიანობის შემცირებას არაუზრუნველყოფილ სესხებზე 8,2%-მდე ექნებოდა გავლენა, ფაქტობრივად, იგივე შეგვიძლია ვივარაუდოთ ახლაც. პოზიტიური კუთხით, ეს ნიშნავს იმას, რომ საკრედიტო პორტფელზე დადებითად
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.