“გაყიდვები პრაქტიკაში“ — საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას, მათთვის საჭირო რესურსების შექმნასა და მიწოდებას აგრძელებს. ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად ავითარებს და მხარს უჭერს ბიზნეს საგანმანათლებლო პროექტებს, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმა ბიზნესკურსია.
ბიზნეს კურსი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საინტერესო თემებზეა ხელმისაწვდომია კურსები. პლატფორმაზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა და აქ 44 კურსია თავმოყრილი. მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.
ახლახან ბიზნესკურსს ახალი კურსი - გაყიდვები პრაქტიკაში დაემატა. მას ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „სოლუშენერის“ დამფუძნებელი უძღვება და დაინტერესებულ პირებს მოლაპარაკების უნარების გასაუმჯობესებლად და პრაქტიკაში დასანერგად სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
კურსი საინტერესოა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ან უბრალოდ გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.
ბიზნესკურსი 7 ვიდეოგაკვეთილს მოიცავს, სადაც განხილულია გაყიდვებთან დაკავშირებული სტერეოტიპები და უნარები, კრიზისებთან გამკლავების ხერხები, ურთიერთობების შენება-მართვა და სხვა საკითხები.
„საქართველოს ბანკი ორიენტირებულია ბიზნესების მხარდაჭერაზე, განათლების ხელშეწყობაზე და ახალი შესაძლებლობების შექმნაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვიკვლევთ, რა სჭირდებათ მცირე და საშუალო ბიზნესებს იმისათვის, რომ გაძლიერდნენ და პროცესების ოპტიმიზაცია შეძლონ. სწორედ ამ კვლევების საფუძველზე ვქმნით საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის ვამატებთ ახალ კურსებს ბიზნესკურსის პლატფორმაზე. მოხარული ვართ, რომ, დარგის ექსპერტებთან ერთად, კურსებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საუკეთესო პრაქტიკებისა და თეორიული ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს“, - აცხადებს საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, რუსუდან ბარათაშვილი.
კურსზე „გაყიდვები პრაქტიკაში“ რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ ამ ბმულს, სხვა კურსების სანახავად კი გადადით ბიზნესკურსის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.