მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ღია ბანკინგი საქართველოში ფართოვდება - ეკოსისტემას ახალი მონაწილე შეემატა

news image
mbc image

ღია ბანკინგის ეკოსისტემა საქართველოში კვლავ ფართოვდება, რაც დადებითად აისახება ინოვაციური ფინანსური სერვისების განვითარებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სებ-ის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „თიფეი“-ს ღია ბანკინგის სერვისების გამოყენების უფლება მიეცა.

როგორც ცნობილია, ღია ბანკინგი თანამედროვე ციფრული ფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც მომხმარებელს საბანკო სერვისებზე მოქნილ და უსაფრთხო წვდომას სთავაზობს ღია API (Application Programming Interface) ინტეგრაციის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ კომპანიებს შორის.

მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, ღია ბანკინგმა გამოიწვია ორგანიზაციებს შორის კონკურენციის ზრდა, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნა და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია ბანკინგის ეკოსისტემაში ახალი მონაწილის ჩართვა, რაც მრავალფეროვანი ფინანსური სერვისების შექმნის წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგში ჩართვით შპს „თიფეი“, როგორც მესამე მხარის პროვაიდერი (TPP), ხდება ეკოსისტემის მონაწილე, რომელიც მომხმარებლებს ღია ბანკინგის API-ების გამოყენებით შესთავაზებს ანგარიშის ინფორმაციის წვდომისა და გადახდის ინიციირების მომსახურებებს.

ღია ბანკინგის ძირითადი უპირატესობები:

  • მომხმარებლისთვის მეტი არჩევანი და ინოვაცია: ღია ბანკინგის განვითარება ქმნის უფრო მოქნილ და კონკურენტუნარიან ფინანსურ გარემოს.
  • ფინანსური ოპერაციების გაუმჯობესება: საბანკო ანგარიშებთან ეფექტური ინტეგრაცია გადახდებისა და ანგარიშების მართვის პროცესს ამარტივებს.
  • უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი: ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების დაცულობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს ღია ბანკინგის ჩარჩოს განვითარებას და ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მზადაა ითანამშრომლოს დაინტერესებულ მხარეებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: innovationoffice@nbg.gov.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა