მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ღია ბანკინგის ეკოსისტემაში კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტი ერთვება

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „მანი მუვერსი“ კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც სებ-ისგან ღია ბანკინგში ჩართვასთან დაკავშირებით შესაბამისი თანხმობა მიიღო.

აღნიშნულის ფარგლებში, შპს „მანი მუვერსი“ მომხმარებლებს ღია ბანკინგის API-ების გამოყენებით ინოვაციურ, უსაფრთხო და მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებებს და პროდუქტებს შესთავაზებს.  სერვისი მოიცავს როგორც ანგარიშის ინფორმაციის წვდომის, ასევე, გადახდის ინიცირების მომსახურებას. ამასთან, შესაძლებლობას მისცემს შპს „მანი მუვერს“ საკუთარ მომხმარებლებს  მათზე  მორგებული მომსახურებები შესთავაზოს. 

აღსანიშნავია, რომ ეს სიახლე ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების მიერ გამოქვეყნებული გადახდის ინიცირების ღია API-ების მუშაობის გამართული და ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგს. შპს „მანი მუვერსის“, როგორც მესამე მხარის პროვაიდერის (TPP - Third Party Provider) ჩართულობა გააძლიერებს და უზრუნველყოფს ფინანსური სერვისების ფართოდ დანერგვას, რაც ასევე, დაეხმარება მომხმარებლებს მიიღონ უფრო მარტივი და კომფორტული/მოქნილი  მომსახურება.

„ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. მათ შორის არის ღია ბანკინგი, რომელსაც დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთელი საფინანსო სექტორისთვის. კიდევ ერთი არასაბანკო ინსტიტუტის ჩართვა მნიშვნელოვანი ეტაპია, როგორც ღია ბანკინგის, ისე ფინტექ სექტორის განვითარების პროცესში.  ღია ბანკინგი ფინტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს განავითარონ მათი ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისები. ღია ბანკინგის პოტენციალის სრულად რეალიზება წარმოშობს ინოვაციურ სერვისებს/პროდუქტებს, რაც გააუმჯობესებს ფინანსური მომსახურების ხარისხს, გაზრდის კონკურენციას, დაამკვიდრებს ახალ სტანდარტებს. შედეგად, საბოლოოდ მომხმარებელი მიიღებს ისეთ პერსონალიზებულ ფინანსურ სერვისებს/პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია მათი საჭიროებების გათვალისწინებით“, - განაცხადა ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა