მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გიორგი ვახტანგიშვილი საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა

news image
mbc image

 

ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ვახტანგიშვილი  დაინიშნა. ამ თანამდებობას მანამდე ლევან გომშიაშვილი იკავებდა, რომელიც ამ მიმართულებას მენეჯმენტს  გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციიდან გაუწევს. შესაბამისად, გიორგი  საქმიანობას მისი კურატორობის ქვეშ გააგრძელებს.

გიორგი საქართველოს ბანკს 2020 წელს შემოუერთდა. თავდაპირველად ის იკავებდა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით დირექტორის მოადგილის პოზიციას, ხელმძღვანელობდა საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. გიორგის 12 წელზე მეტი გამოცდილება აქვს  სხვადასხვა მიმართულებით ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაში. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ბანკის ციფრული არხების განვითარებაში ბოლო 4 წლის განმავლობაში, რაზეც მეტყველებს საერთაშრისო გავლენიანი გამოცემების, მათ შორის  Global Finance- ის არაერთი ჯილდო. ბანკი 2024 წელს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა. მათ შორის, საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა  მსოფლიოში.

გიორგის დამთავრებული მაქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი და ფლობს ბაკალავრის ხარისხს. მას მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის  ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა