GITA- სა და „ტერა ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ტერა ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმების ფარგლებში მხარეები „ტერა ბანკის“ ახალი პროდუქტის SaaSargeblo.ge-ის ირგვლივ გაერთიანდნენ. ბანკი აღნიშნულ პლატფორმაზე განათავსებს SaaS სტარტაპების პროდუქტებს და დაეხმარება საკუთარ კლიენტებს სერვისების გაციფრულებაში, ინოვაციური სტარტაპების პროდუქტების ინტერგრაციის მეშვეობით. GITA, მემორანდუმის პირობების თანახმად, ბანკს წარუდგენს თავის ბენეფიციარ სტარტაპებს, რომლებიც თემატურად შეესაბამება პროექტს.
გარდა ამისა პროექტის მიზნის მისაღწევად, მხარეების განახორციელებენ და ჩაატარებენ საინფორმაციო და B2B შეხვედრებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპებისთვის პლატფორმა დამატებითი გაყიდვების წყაროს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი კერძო სექტორის ინოვაციების ეკოსისტემაში ინტეგრაციას გულისხმობს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.