მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ სსფ-ს პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ - ნათია თურნავა

news image
mbc image

სსფ-ს პროგრამასთან დაკავშირებით ჩვენ კვლავინდებურად განვაგრძობთ მუშაობას. არის გარკვეული საკითხები რომელზეც უფრო მეტი ყურადღება გვაქვს კონცენტრირებული რაც პრინციპულია ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს საკითხს ეროვნული ბანკის კანონთან დაკავშირებით და სებ-ის მმართველობითი სტრუქტურის გაძლიერების რეფორმასთან დაკავშირებით, ეს საკითხი რამდენიმე წელია უკვე განხილვის ქვეშაა. დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო სებ-ს მმართველობის გაძლიერების რეფორმაზე მუშაობა და სსფ-ს რიგი ტექნიკური მისიები იყო ამაში ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის ცვლილება გადის ეროვნული ბანკის კომპეტენციის გარეთ და მოითხოვს ფართო მსჯელობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პარლამენტის მხრიდან, იმისთვის რომ ეს განხორციელდეს. ჩვენ, პრინციპში საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ თვალსაზრისით, განვაგრძობთ მუშაობას და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენ მოვახერხებთ [სსფ-ს] პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში“, - აღნიშნა თურნავამ.

 შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა. IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა