Halyk Bank-მა უცხოური ვალუტის ანაბარზე პროცენტი გაიზარდა
Halyk Bank Georgia-ში უცხოური ვალუტის ანაბარზე პროცენტი გაიზარდა. როგორც ბანკის მიერ სოციალურ ქსელში და საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, დოლარის და ევროს ანაბრების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ასეთია:
დოლარი - 5,1%-დან
ევრო - 4,2%-დან
ანაბრის გახსნა უფასოა, ხოლო ანაბრის ვადა 3-24 თვე.
ანაბრის მინიმალური თანხა 100 $/€ შეადგენს.
„გააკეთე გონივრული ინვესტიცია უზრუნველი მომავლისთვის!
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეავსე ფორმა და მიიღე შენთვის საჭირო ინფორმაცია სახლიდან გაუსვლელად.
http://halyk-bank.ge/“, - აღნიშნულია Halyk Bank Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ Halyk Bank Georgia საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახეთის ბაზრის ლიდერი Halyk Bank Kazakhstan-ია.
Halyk Bank-ი 2006 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - როგორია სტატისტიკა
30.06.2026.16:08
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით 27.1 მლრდ აშშ დოლარი (73.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.7 პროცენტია. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 252.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 574.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო 257.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვალი ფასის და სხვა ცვლილებების გამო ასევე შემცირდა შესაბამისად: 12.5 და 51.5 მლნ აშშ დოლარით.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.6 მლრდ აშშ დოლარი (31.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 29.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 772.8 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 481.8 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.2 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.8 მლრდ აშშ დოლარი (26.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.0 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 12.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 85.6 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 12.5 მლრდ აშშ დოლარი (33.8 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 31.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.3 მლრდ აშშ დოლარია (14.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 13.4 პროცენტია.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 8.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო ვალი 7.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 617.6 ათასი აშშ დოლარით შემცირდა, 2026 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანი საგარეო ვალდებულებებიდან 470.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.