II კვარტალში ინფლაცია 1.6%-მდე შემცირდა და წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება - სებ
სებ-ის პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკის პოტენციალის გაუმჯობესების კვალდაკვალ, 2023 წელს რეალური მშპ-ს 6 პროცენტით ზრდა არის მოსალოდნელი. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერია, 2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა და ზრდამ, წინასწარი შეფასებით, წლიურად 7.6 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ და შემოდინებებმა.
„ამასთან, საწარმოო ფაქტორების პროდუქტიულობისა და ინვესტიციების ზრდის ფონზე, მოიმატა ეკონომიკის პოტენციალმაც. მიმდინარე ტენდენციების განთვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები დადებითი მიმართულებით გადაიხედა და 2023 წლისთვის 6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება ინფლაციას, აქ ბოლო პერიოდში ცალსახად გამოიკვეთა შემცირების ტრენდი. გამყარებული გაცვლითი კურსის, გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე კლებადი ფასებისა და ადგილობრივად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ინფლაცია 2023 წლის მეორე კვარტალში 1.6 პროცენტამდე შემცირდა და სებ-ის მიმდინარე პროგნოზის თანახმად, წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ გლობალური ეკონომიკური პროგნოზის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური პროგნოზები გაურკვევლობის მაღალი დონით ხასიათდება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.