იმოგზაურე დათო ტურაშვილთან ერთად წიგნების სამყაროში- განათლების გზაზე არ გაჩერდე
საქართველოს ბანკი როგორც განათლების მხარდამჭერი ფინანსური ორგანიზაცია, რეგიონებში საინტერსო შეხვედრების ორგანიზებას აგრძელებს.
ამჯერად 11 ივლისს, გორში, სასტუმრო Gori Inn- ში, 19 საათზე, მწერალი დავით ტურაშვილი წიგნების მოყვარულთათვის შეხვედრას გამართავს და მისულ სტუმრებს განათლებაზე, ლიტერატურასა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.
შეხვედრაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3Ib59nS
შეხვედრის ბოლოს ვიქტორინა მოეწყობა და გამარჯვებულებს საჩუქრად დათო ტურაშვილის ხელმოწერილი წიგნები გადაეცემათ
განათლების გზაზე არ გაჩერდე!
სხვა სიახლეები
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე
11.05.2026.15:57
Galt & Taggart ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.66% წინა კვირასთან შედარებით და +2.22% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 353 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 105.70 - 117.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.18% წინა კვირასთან შედარებით და -0.43% გასულ თვესთან შედარებით.
ვაჭრობის მოცულობამ 303 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 45.06 - 48.74 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 47 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 38.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -3.37% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 253 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.95 - 39.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.