მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა - ვლადიმერ პაპავა

news image
mbc image

ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა, ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება ნელა და სწორი მიმართულებით ფრთხილად მოქმედება სჯობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან აკადემიკოსმა ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავას განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: განსაკუთრებით ისეთი მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელიც იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ყველაზე მეტად განიცდის საგარეო შოკებს. ამ დროისთვის, მსოფლიოში საკმაოდ სტაბილური ვითარებაა, რადგან წამყვან ქვეყნებში ინფლაცია მოითოკა და საქონლის იმპორტთან ერთად ინფლაციის იმპორტი აღარ ხდება. ამან საშუალება მიცა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეემცირებინა.

შეიძლება ზოგს მოეჩვენოს, რომ 0,5 პროცენტული პუნქტი მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება სჯობს იმოქმედო ფრთხილად, ნელა და სწორი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე ინფლაცია მოთოკილია, ეს აისახა ქვეყნის შიგნითაც. იმიტომ, რომ თუ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის იმპორტი არ ხდება ადგილობრივი წარმოება, როგორც წესი არ განიცდის ინფლაციურ ზეწოლასა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ფასები ისე სწრაფად აღარ იზრდება, ვიდრე მაშინ როცა მაღალი ინფლაციაა. 

ანუ ეს გამოიხატება უკვე ორ რამეში, ერთი, რომ სავარაუდო, საპროგნოზო მაჩვენებელი ინფლაციისა მიზნობრივთან ახლოსაა და ეს ვითარება საკმაოდ კარგია და იმავდროულად, ადგილობრივ წარმოებაშიც ინფლაციური პროცესები არის ზომიერი“, - აცხადებს ლადო პაპავა.

აკადემიკოსი ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მომავლის პროგნოზირება გართულებულია.

„როგორი იქნება მომავალი ამის განჭვრეტა რთულია, იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პროცესები, დაპირისპირებაა დასავლეთსა და რუსეთს შორის. მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინაში.

აქ საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება რთულია, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. ამასთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზომიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სებ-ის ხელმძღვანელობამ ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამართლებულია.

შემდეგი კომიტეტის სხდომა დაგეგმილია 2024 წლის იანვრის ბოლოს და თუ გლობალურად სიტუაცია შეიცვალა რა თქმა უნდა ეს აისახება კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებაზე“, - თქვა პაპავამ Business Insider Georgia-სთან საუბრისას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა