მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ის რაც დღეს ამყარებს ლარს, ეს არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორები - ნათია თურნავა

news image
mbc image

ის რაც დღეს ამყარებს ჩვენს ლარს, ეს არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორები, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელიც დღეს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციას უძღვებოდა.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად ნდობა ფინანსური ბაზრის მიმართ გამყარდა.

„ეროვნული ბანკი მიყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს და ამას ვერც გავაკეთებთ ისევე როგორც ვერცერთი მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამიტომ, ის რაც დღეს ამყარებს ჩვენს ლარს, ეს არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტალური ფაქტორები, როგორიც არის ძლიერი ეკონომიკური ზრდა, როგორიც არის ჩვენი საგარეო ანგარიშის შედარებით მცირე გაუმჯობესებული ბალანსი და დეფიციტი გაუმჯობესებული და ეს არის საკმაოდ ისეთი, კარგი, ეფექტური მონეტარული პოლიტიკა და მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ მონეტარული პოლიტიკის შედეგად ნდობა ფინანსური ბაზრის მიმართ გამყარდა, ლარის მიმართ გამყარდა, სულ უფრო მეტად იზრდება დანაზოგები ლარში და აქედან გამომდინარე, ეს აისახება ლარზე. რა თქმა უნდა ჩვენ ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და ყველაფერი რაც ხდება საგარეო ბაზრებზე, სხვა ვალუტებთან მიმართებაში, ესეც აისახება ლარის კურსზე. ისევ ვამბობ, რომ დღეს ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, შეიძლება მცირე რყევები იყოს, როგორც გასულ წელს იყო, ძირითადად რაღაცა ფსიქოლოგიური ფაქტორები და ბაზრის აღქმებით განპირობებული, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკური გარემო არის მყარი, არის კეთილსაიმედო და აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად მყარი არის და ეს ასეც გაგრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა