ისარგებლეთ SOLO-ს შეთავაზებით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 40%
SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 24 მაისს, SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, დაიბრუნონ პარტნიორ ობიექტებში გადახდილი თანხის 40%, (მაქსიმუმ 250 ლარი ჯამურად).
შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ბრენდებზე:
ტანსაცმელი: Massimo Dutti, Calvin Klein, Lacoste, Pull & Bear, Bershka, Mango, Stradivarius, Oysho, Levi’s, Gant, Guess, Greyder, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Lee & Wrangler, Marks & Spencer, US Polo, Jeans Gallery, Jack & Jones, Mavi, Vero Moda, G-Star Raw, Cortefiel, Pedro del Hierro, Ipekyol, Hackett, Hummel, Pepe Jeans, Lion of Porches, Marc O’Polo, Karl Lagerfeld, Dan John, Dressarium Zugdidi, Dressup Outlet-ის თბილისის და ბათუმის ფილიალები
ფეხსაცმელი: Atrio, Studio Shoes Gallery, Laboratory Shoes Gallery, Shoes Loft, Corner, Replay, Scarpiera, Factory, Ecco, Geox, Aw-Lab, Bata, ICR Shoes, Corso Italia, Charles & Keith, Aldo
საბავშვო: Dressarium Kids, Kid’s Gallery, Okaidi, Jacadi, Zippy, Bambino, Mayoral, Original Marines
თეთრეული: Intimissimi, Tezenis, Calzedonia, Yamamay, Penti, Women’s Secret, Triumph, Etam, Calvin Klein Underwear, La vien Rose
აქსესუარები: Parfois, Sunglass Hut და Samsonite
კოსმეტიკა: KIKO MILANO და Flormar
სახლი და ოჯახი: Zara Home
ონლაინ შოპინგი: Dressup.ge
ინფორმაციისთვის, ფიზიკურ სივრცეში გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ხოლო ონლაინ გადახდის შემთხვევაში, საქართველოს ბანკის გადახდის არხით. ონლაინ გადახდისას შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay-ზე.
ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში შეძლებთ ჯამურად, მაქსიმუმ 250 ლარის დაბრუნებას. ქეშბექი ბრუნდება მეორე ან მესამე დღეს.
აქციის პერიოდში შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გადაცვლა. ქეშბექი ვრცელდება ფასდაკლებულ ნივთებზეც, მაგრამ არ ვრცელდება ვაუჩერებზე და მისით სარგებლობა შეუძლებელია მაღაზიის ფასდაკლების ბარათებთან ერთად.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.