იშოპინგე ბაზისბანკის Mastercard-ით ისთ ფოინთში და მიიღე გარანტირებული საჩუქრები
24 ნოემბერს, ბაზისბანკის Mastercard ბარათების მფლობელებს, Black Friday-ის ფასდაკლებებთან ერთად, შოპინგისა და გართობის ქალაქ ისთ ფოინთში გარანტირებული საჩუქრები ელოდებათ.
საჩუქრის მიღების პრინციპი მარტივია და ვინც 24 ნოემბერს, ისთ ფოინთში, მინიმუმ 300 ლარის ოდენობით იშოპინგებს ბაზისბანკის ნებისმიერი ტიპის Mastercard ბარათით ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში და წარადგენს ქვითარს საინფორმაციო ცენტრში, ადგილზე შესაძლებლობა ექნება გარანტირებულად მიიღოს მრავალფეროვანი საჩუქრები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა.
„Black Friday შოპინგისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია, ისთ ფოინთის ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზიებში შოპინგის მსურველ ბაზისბანკის Mastercard ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ფასდაკლებებთან ერთად გარანტირებული საჩუქრები მიიღონ.“ - ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.