კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება
ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკები მთლიანმა აქტივებმა 93 812,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც ოქტომბრის მაჩვენებლებთან 1,4%-იანი ზრდაა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის მონაცემებთან 20,8%-იანი ზრდა. 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 92 559,0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის ნოემბერში 77 668,8 მლნ ლარი.
აქტივების ზრდის პარალელურად გაზრდილია ვალდებულებებიც. 2024 წლის ნოემბრის ბლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანმა ვალდებულებებმა 79 846,7 მლნ ლარი შეადგინა, ოქტომბრის ბოლოსთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 78 863,9 მლნ ლარის დონეზე იყო. შესაბამისად ერთ თვეში ზრდამ 1,2%-ი შეადგინა. თუ კი მიმდინარე მონაცემებს 2023 წლის ნოემბრის მაჩვენებლებს შევადარებთ ზრდა 24%-ია. 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები 64 241,5 მლნ ლარი იყო.
2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები და კაპიტალი 93 812,9 მლნ ლარით განისაზღვრა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.