მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 100.27 მლრდ ლარს გადააჭარბა

news image
mbc image

2025 წლის ივნისის ბოლოსათვის კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 100 274,7 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე, 2024 წლის ივნისში აღნიშნული მაჩვენებელი 86 815,2 მლნ ლარის დონეზე იყო. შესაბამისად ზრდა 16%-მდეა. 

რაც შეეხება კომერციული ბანკების მთლიან ვალდებულებებს, 2025 წლის ივნისის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 85 462,5 მლნ ლარს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის მეექვსე თვის მაჩვენებლების მიხედვით კომერციული ბანკების კაპიტალმა 14 812,1 მლნ ლარი შეადგინა.

ივნისის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში არსებულმა ნაღდმა ფულმა (ფულადი სახსრები კომერციული ბანკის სალაროში, ბანკომატებში, ბანკნოტები და მონეტები გზაში) 2 545,1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებთან თითქმის 5%-თაა გაზრდილი. თვიურ ჭრილში კი 6%-იანი ზრდაა. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომერციულ ბანკებში 2025 წლის მაისის მდგომარეობით 2 398,0 მლნ ლარი ინახებოდა, ხოლო 2024 წლის ივნისისთვის კი 2 431,7 მლნ ლარი.

მაშ ასე, კომერციული ბანკების მთლიანი ვალდებულებები და კაპიტალი 2025 წლის ივნისისთვის 100 274,7 მლნ ლარი იყო. 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა