მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქვეყანას აქვს საკმარისი მონეტარული ბუფერი, რომ გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს - ლაშა ქავთარაძე

news image
mbc image
ზოგადად ვიცით, რომ სებ-ი ინტერვენციებს ახორციელებს მაშინ, როდესაც ლარზე არის ერთჯერადი შეტევები. ოქტომბერში წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი გაურკვევლობა იყო საზოგადოებაში და ამ გაურკვევლობის ფორმამ წარმოქმნა ის, რომ  გარკვეულწილად შეტევა წამოვიდა გაცვლით კურსზე, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ ბანკირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ განაცხადა. 
მისი განცხადებით, აქტიურად დაიწყეს ლარის დაკონვერტირება უცხოურ ვალუტაში, ძირითადად ეს მსხვილი კონვერტაციები იყო და როდესაც ბაზარზე მსხვილი კონვერტაციები ხდება ამ შემთხვევაში სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციები მიზანშეწონილია. 
„ამის უკან დგას ის, თუ რა ეკონომიკური მოცემულობა გაქვს.  წლის დასაწყისიდან მიმდინარე წლის 10 თვის ჩათვლით საკმაოდ მყარი ფუნდამენტალები გაქვს, ეკონომიკური ზრდა თითქმის ორნიშნაა, ინფლაცია დაბალია. ასევე, სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები ნორმალურია და როდესაც ასეთი ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები გაქვს, ეს ერთჯერადი შეტევები ნიშნავს იმას, რომ მომდევნო პერიოდში უნდა ველოდოთ იმას, რომ ასეთი შეტევები იქნება მინიმალური, მინიმუმამდე დაყვანილი და ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნდამენტური ფაქტორები იყოს შენარჩუნებული უკვე მომდევნო პერიოდში.
თუ დავინახავთ ჩვენ, რომ გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, მაგალითად საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 5,5-6%-ის ფარგლებშია და თუ ამის ზემოთ იქნება ეკონომიკური ზრდა ეს ნიშნავს იმას, რომ ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
მისი შეფასებით, გარდა ეკონომიკური ზრდისა, კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება სავალუტო შემოდინებები. 
„და სწორედ სავალუტო შემოდინებები უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ სებ-მა ახლა დახარჯული რეზერვები შემდგომ პერიოდში შეავსოს. ახლა 4,1 მლრდ-ია საერთაშორისო რეზერვები, გაქვს სხვადასხვა საზომი, ერთია სსფ-ს არამეტრიკი და ამ არამეტრიკსთან ცოტა ჩამოცდენაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი მონეტარული ბუფერი, რომ გაუმკლავდეს პოტენციურ შოკებს“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ. 
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა