ქვეყნის გარეთ საბანკო ბარათებით გადახდები 2023 წლის მაქსიმუმზეა
ივლისში რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ 671 273 000 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მაქსიმუმია.
სებ-ის მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციები ივლისში ივნისთან შედარებით 5,1%-იან ზრდას აჩვენებს, რადგანაც 2023 წლის ივნისში ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგადახდო ბარათებით 638 556 000 ლარის ოდენობის თანხა გადაიხადეს.
წლიურ ჭრილში კი ზრდა 41%-ია, რადგანაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საზღვარგარეთ ბარათებიდან 475 964 000 ლარის გადახდა დაფიქსირდა.
ივლისში საზღვარგარეთ ბარათები გადახდილი საერო თანხიდან 90,5%-ის გადახდა პოს-ტერმინალების, იმპრინტერებისა და ინტერნეტის საშუალებით მოხდა, სულ საუბარია 607 463 000 ლარზე.
ივლისში საზღვარგარეთ 63 811 000 ლარის ტრანზაქციები კი ბანკომატების საშუალებით განხორციელდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.