მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთი Bank of New York Mellon Corporation-ის პარტნიორი გახდა

news image
mbc image

ლიბერთი ბანკი, საკორესპონდენტო ქსელის გაფართოების და საერთაშორისო გადარიცხვების მომხმარებლისთვის გამარტივების მიზნით, ახალ პარტნიორობას Bank of New York Mellon-თან იწყებს. 
წამყვან ამერიკულ ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ლიბერთი თავის მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს შორის აშშ დოლარში გადარიცხვებსა და ჩარიცხვების კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტური გზით შესთავაზებს. 
დოლარის გადარიცხვებისა და ჩარიცხვებისთვის საჭირო განახლებული რეკვიზიტები უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბიზნეს, ასევე ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილ ბანკში ან ლიბერთის ფილიალებში. 
“Bank of New York Mellon მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციაა საკორესპონდენტო ქსელის ბაზარზე, ხოლო მასთან თანამშრომლობის დაწყება, ლიბერთის წარმატების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. პარტნიორობის ძალაში შესვლამდე, ლიბერთიმ გაიარა მკაცრი შეფასების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ფინანსური კრიტერიუმის გარდა, სანდოობის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობდა. მადლობა ლიბერთის გუნდის თითოეულ წევრს, რომლებსაც გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ ჩვენი ბანკის, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის მუდმივ განვითარებაში და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების შეთავაზებაში” - ვახტანგ ბაბუნაშვილი, ფინანსური დირექტორი

The Bank of New York Mellon Corporation ამერიკული საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. კომპანია 2007 წელს დაარსდა The Bank of New York-ისა და Mellon Financial Corporation-ის გაერთიანების შედეგად და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორატიულ ბანკს მსოფლიოში. BNY Mellon სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელ მსოფლიოში. 2024 წლის მონაცემებით, ის აშშ-ის 13-ე და მსოფლიოს 83-ე უდიდესი ბანკია აქტივების მოცულობის მიხედვით.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5,500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა