მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთი ბიზნესისთვის: პირველი Android EFTPOS ტერმინალი სალაროს ფუნქციონალით

news image
mbc image

დღეიდან ლიბერთი ბანკმა, BS/2 Georgia-სთან პარტნიორობით, თავისი ბიზნეს  მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი  პროდუქტი - ფისკალური Android POS ტერმინალი წარადგინა, რომელიც საბარათე გადახდებისა და სალარო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას ერთ მოწყობილობაში აერთიანებს.  

ფისკალური Android POS აღჭურვილია თანამედროვე უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიით და მხარდაჭერილია საერთაშორისო გადახდის სისტემებით,როგორიცაა Visa, MasterCard და UnionPay.

აღნიშნული ტერმინალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს განახორციელოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო გადახდები, მიიღოს ქვითარი და ერთდროულად აწარმოოს საბარათე და სალარო ოპერაციები.

 

აღსანიშნავია, რომ ტერმინალის სალარო ფუნქციონალის ნაწილი სრულიად უფასოა - ბიზნესს შეუძლია ტერმინალის მოთხოვნა, და ინსტალაცია ყველანაირი კაპიტალური დანახარჯის გარეშე, რაც სალარო აპარატის შეძენისა და ტექნიკურ მომსახურების ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

ლიბერთი, პარტნიორ კომპანიებს Andriod POS ტერმინალით მიღებულ გადახდებზე კონკურენტულ ტარიფებს სთავაზობს როგორც ლიბერთი ბანკის, ისე სხვა ბანკებისა და საგადახდო პროვაიდერების მიერ გაცემულ ბარათებზე. ასევე, ბიზნესებს სთავაზობს მარტივ ინტეგრაციას, მრავალფუნქციურ სერვისებს, მუდმივ ტექნიკურ მხარდაჭერას, ტრანზაქციებზე დეტალურ და რეგულარულ ინფორმაციას,  ინდივიდუალურად მორგებულ ტარიფებსა და საუკეთესო ლოიალობის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.  

მეწარმეებს, რომელთაც სურთ საკუთარ ობიექტში ლიბერთის POS ტერმინალის განთავსება, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ბმულზე: https://libertypayments.ge/application/create

ან დარეკონ ნომერზე: 0322 55 55 00.

ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია  დისტანციურად - https://libertybusiness.ge

ბარათის მიღება, ინტერნეტ ბანკის გააქტიურება და სმს ბანკის სერვისის ჩართვა ავტომატურად მოხდება რეგისტრაციის პროცესში.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. 

ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. 

განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა