მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

news image
mbc image

ლიბერთის მხარდაჭერით და განათლების კოალიციის  ორგანიზებით, ბათუმში  „ედკემპ საქართველო 2024“ კონფერენციაზე, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა და ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის დეტალები გამოცხადდა.  

კონკურსი წელს მერვედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

აღნიშნულ  შეხვედრაზე გაჟღედა ახალი ინიციატივა, ლიბერთის თანადგომით დაწესდა  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“.  ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად  ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა. პრემიის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლა-სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა. კონკურსზე განაცხადების მიღება აპრილის ბოლოს დაიწყება.

„წელს, უკვე მერვედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ, რომ ეროვნულმა ჯილდომ შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მასწავლებელი და მისი მხარდაჭერა. ამ შვიდი წლის მანძილზე არაერთი გამორჩეული მასწავლებელი გავაცანით საზოგადოებას. აქვე გვინდა მოვუწოდოთ მთლიანად საზოგადოებას, ჩაერთონ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის საქმეში და  წარადგინონ თავიანთი რჩეული მასწავლებელი, ეს თითოეულ პედაგოგს დიდ მოტივაციასა და ძალას აძლევს“- ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.

„ფონდი კვლავაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდამჭერია. გვახარებს, რომ მთელი ამ წლების მანძილზე კონკურსის ფარგლებში არაერთი საინტერესო, მისაბაძი და სამაგალითო პედაგოგები აღმოვაჩინეთ, რომლებიც ცვლიან გარემოს თავის გარშემო და ბავშვების მომავალს უკეთესობისკენ, ცვლიან დამოკიდებულებას განათლებისა და მასწავლებლის მიმართ. გვჯერა, წლევანდელი კონკურსი არაერთ გამორჩეულ პედაგოგს გააცნობს საზოგადოებას. წარმატებას ვუსურვებ ორგანიზატორებს და მთელ ამ კამპანიას, რათა მასწავლებლის პროფესია მეტად დაფასებული გახდეს და ახალგაზრდებს გაუჩნდეს სურვილი მომავალი ამ პროფესიას დაუკავშირონ და რაც მთავარია ქვეყანას აღუზარდონ განათლებული, სამშობლოზე შეყვარებული და თავისუფალი მოქალაქეები.“ - ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი.

,,ლიბერთი უკვე რვა წელია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორია, მოხარეულები ვართ, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება  „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“.ვფიქრობთ ამ მხრივ ჯილდო „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ შესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით” - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

მასწავლებლის  ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 2 მარტიდან 22 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა