მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთი სტუდენტების დასაქმებას აგრძელებს

news image
mbc image

Craft Your Future Career – ლიბერთი სტუდენტების დასაქმების პროგრამას აგრძელებს და წელს ტრადიციულად მორიგი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესება. ღონისძიებაში ლიბერთის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა მონაწილეობდნენ. კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს.

ლიბერთი ბანკისთვის მნიშვნელოვანია, სტაჟირების პროცესი მაღალი ხარისხის იყოს და სტაჟიორებმა ამ პერიოდში საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ. ამისთვის კი ლიბერთიმ სპეციალურად მოამზადა ტრენერები, რომლებიც შემდეგ მენტორებს გადაამზადებდნენ. თავის მხრივ, ყველა მენტორმაც მიმართულების შესაბამისი გადამზადება გაიარა; შეიქმნა პროგრამები და დაინერგა შეფასების სისტემები, რომლებიც არა მარტო სტაჟირებაზე მყოფს აფასებს, არამედ თავად მენტორებსაც. რაც შეეხება სტაჟირების ვადებს, ის მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია და 6 კვირიდან 6 თვემდე გასტანს.

სტუდენტების დასაქმების იდეა, ბანკში ჯერ კიდევ 2018 წლიდან გაჩნდა, როცა ლიბერთის გუნდმა მნიშვნელოვანი მისია დაისახა და ახალგაზრდებს პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დახმარება გადაწყვიტა. მას შემდეგ, ბანკი აქტიურად აგრძელებს სტუდენტების ჩართვას სხვადასხვა პროექტში, თანამშრომლობს 27 უნივერსიტეტთან და სასწავლო დაწესებულებებთან. აღსანიშნავია, რომ სტუდენტების დასაქმების პროექტები არც პანდემიის დროს გაჩერებულა.

ღონისძიების მონაწილე სტუდენტებმა სპონტანურად დასმულ კითხვებსაც უპასუხეს და სწორი პასუხების ავტორებს კი სხვადასხვა პრიზები, მათ შორის სტიპენდია, ვაუჩერები, ბრენდირებული საჩუქრები და ა.შ გადაეცათ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა