ლიბერთიმ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანია დაიწყო ,,რას ფიქრობ?’’ - აიღე სამომხმარებლო სესხი და აისრულე სურვილები!
ლიბერთიმ, წინასაახალწლოდ, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი, კამპანია
,,რას ფიქრობ?” დაიწყო და თავის მომხმარებლებს კონკურენტული პირობები შესთავაზა.
კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ ლიბერთის მომხმარებელს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია მარტივად და სწრაფად მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან.
მათ, ვინც არ არიან ლიბერთის მომხმარებლები, ასევე მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გახდნენ ლიბერთის მომხმარებელი, გახსნან ანგარიში, ჩამოტვირთონ ლიბერთის მობაილ ბანკი და დაიმტკიცონ სესხი.
გახდი ლიბერთის მომხმარებელი ბანკში ვიზიტის გარეშე: https://onboarding.lb.ge/
ჩამოტვირთე ლიბერთის მობაილ ბანკი:
iOS - https://apple.co/39VbnXu
Android -https://bit.ly/3GhDxIs
ამას გარდა, მომხმარებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.
,,ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზებას. ახალი კამპანიის მიზანია, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა სამომხმარებლო სესხის მიღება, შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცედურით შეძლონ და ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს როგორც არსებული, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის.
,,რას ფიქრობ?” კამპანიის ფარგლებში, ჩვენი მომხმარებლები, ინტერნეტ და მობაილ ბანკის მეშვეობით, ბანკში ვიზიტის გარეშე შეძლებენ სასურველი თანხის დამტკიცებას ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას. ვიმედოვნებთ, ამ კამპანიის ფარგლებში, ბევრ ადამიანს შევუწყობთ ხელს სურვილების განხორციელებაში, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში. ” - დავით სულუაშვილი, ლიბერთის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ახალ სესხს ან გადმოიტანს სხვა ბანკიდან, ისარგებლებს შემდეგი პირობებით: ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 9,9%-დან, ეფექტური 15,8%-დან, თანხა გაიცემა 4 წლამდე ვადით, მაქსიმალური 80 000 ლარიანი ლიმიტით უზრუნველყოფის გარეშე.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.