მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთიმ, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის" მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა

news image
mbc image

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა  კონფერენცია "Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs" (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის") რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  
 
კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს -  UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO  წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას. ლიბერთიმ,  კონფერენციაზე მასშტაბური სოციალური პროექტები წარადგინა.
 
„აღნიშნულ კონფერენციაზე, ლიბერთის სოციალური პროექტებისა და მათი  მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცა. კონფერენციის  მონაწილეებს ასევე ვესაუბრეთ პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ერთობლივი წარმატების შედეგებზე. ლიბერთისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და არის სოციალურ სეგმენტზე ზრუნვა.  რასაც ჩვენს პროექტში ჩართული პარტნიორი კომპანიებიც სრულად იზიარებენ. მოხარული ვართ, რომ  ჩვენს პრიორიტეტებს ერთობლივ პროექტებში ჩართული პარტნიორი კომპანიებიც იზიარებენ და სწორი ხედვით ვაგრძელებთ მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებას." - მარიკა ნუცუბიძე, ლიბერთის სოციალური პროექტების ჯგუფის უფროსი.  
 
 ლიბერთის ერთ ერთი მთავარი პრიორიტეტია უფროსი თაობის ადამიანებზე და ზოგადად სოციალურ სეგმენტზე ზრუნვა. ამ მიმართულებით ლიბერთი 2018 წლიდან აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა  სოციალურ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოში მცხოვრები სოც. სარგოს მიმღები პირების მხარდაჭერა და მათ სოციალურ ბარათებზე განსაკუთრებული შეღავათებისა და ფასდაკლებების შეთავაზება.
 
ბანკი ამ კუთხით თანამშრომლობს როგორც ჯანდაცვის, ისე სურსათის სექტორში ოპერირებად მსხვილ,  ქსელურ კომპანიებთან და შემუშავებულია ფასდაკლებების სქემა ლიბერთის კლიენტებისთვის. ყველა ის პირი, ვინც ფლობს ლიბერთის სოციალურ ბარათს, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში,  ლიბერთის პარტნიორ კომპანიებში პროდუქციის შეძენის ან მომსახურების მიღების შემთხვევაში , მნიშვნელოვანი ფასდაკლებით  სარგებლობს. უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის დანაზოგის პარალელურად, ძალიან მოსახერხებელია პროცესის სიმარტივე, რაც განპირობებულია ბანკისა და პარტნიორი კომპანიების თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლივი ინტეგრაციით. 
 
ლიბერთის პარტნიორი კომპანიები წარმოდგენილები არიან თითქმის ყველა რეგიონში და აქვთ კლინიკების, აფთიაქების თუ მაღაზიების ფართო ქსელი. ბანკის პოსტერმინალები სრულად არის ინტეგრირებული მათ სარეგისტრაციო და სალარო პროგრამებთან, რაც მომსახურების პროცესის სიმარტივეს განაპირობებს.  ლიბერთი ბანკის 1.3 მლ მდე სოციალურ პირს, რომელიც გადანაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებლობა აქვს რეგიონის სხვადასხვა წერტილში შეუზღუდავად მიიღოს სამედიცონო მომსახურეობა და შეიძინოს პროდუქცია შეღავათიან ფასებში ან დიდი ფასდაკლებით.
 
პროექტის დაწყებიდან აღნიშნული სეგმენტისთვის, ბანკის პარტნიორ კომპანიებში ჯამში 15 მლ. ლარის ფასდათმობა განხორციელდა.  მომავალში   პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ლიბერთი სოციალური სარგოს მიმღებ პირებს უფრო მეტ ბენეფიტებს შესთავაზებს.
 
ლიბერთი ბანკის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა