მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთის მხარდაჭერით, გოგონათა საგანმანათლებლო პროგრამა - WISE CAMP მიმდინარეობს

news image
mbc image

ლიბერთი „მერსი ქორფსთან“ მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთი პროექტის ფარგლებში აგრძელებს. მხარეებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს და ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,მერსი ქორფსის’’ ინიციატივით, გოგონებისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ბანაკი გაიხსნა.

აღნიშნული ბანაკი, რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის  ბაზაზე, 5 დღის მანძილზე ტარდება და  საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლიდან, 20 მოსწავლე და 5 მასწავლებელი მონაწილეობს.  

ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამა,  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებს, უსაფრთხოებისა და  კულტურულ - საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.  

ბანაკის მონაწილეები, სხვადასხვა სესიის ფარგლებში,  ფსიქოლოგებს, იურისტებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს შეხვდებიან და დაგეგმილია ისეთი თემების განხალვა, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, თანამედროვე ეპოქის გამოწვევების შესაბამისად დეზინფორმაციის ამოცნობის ტექნიკა, მასობრივი საკომუნიკაციო საშუალებების როლი უფლებებისა და თანასწორობის დაცვის მიმართულებით და ა.შ.

მონაწილეები, პროგრამის ფარგლებში  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეწვევიან, გენდერული თანასწორობის, ასევე ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წარმომადგენლებს  შეხვდებიან და  საბჭოების მუშაობის სპეფიციკას გაეცნობიან.

ბანაკის მონაწილეებს ასევე უმასპინძლებენ ლიბერთი ბანკში დასაქმებული წარმატებული ქალები, რომლებიც გოგონებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ.

სამომავლოდ, დაგეგმილია პროექტი, ტრადიციულად ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.  

მერსი ქორფსის WISE პროგრამა (,,ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის’’) ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და ფარავს ამიერკავკასიის სამივე ქვეყანას - აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა