ლიბერთის მხარდაჭერით, ლიტერატურული კონკურსი - „ვწერ მასწავლებლისთვის“ დასრულდა
ლიბერთის მხარდაჭერით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“- ს მიერ, მეშვიდედ ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი ქართველი მწერლებისთვის - „ვწერ მასწავლებლისთვის“.
კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა. ყოველწლიურად, საუკეთესო მოთხრობას ჟიური არჩევს და ნაწარმოები სასკოლო გარემოში სწორი ღირებულებების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს. ქართველი მწერლების ნაშრომები ასევე უნდა აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას და მკითხველს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეების დაძლევის გზებს სთავაზობდეს.
კონკურსის სპეციალურმა ჟიურიმ, წარმოდგენილი 65 მოთხრობიდან წელსაც ათი საუკეთესო მოთხრობა შეარჩია. კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და სამი გამარჯვებული მოთხრობის ავტორს ნათია როსტიაშვილს, თამთა დოლიძეს და სოფიო კუბლაშვილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ლიბერთი ბანკისგან დაწესებული ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ტრადიციულად ლიბერთი ბანკმა რჩეული მოთხრობა შეარჩია და მისი ავტორი ნინო ქადაგიძე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
საუკეთესო ათი მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი მიეძღვნება.
კონკურსის მხარდამჭერები არიან : გამომცემლობა „ინტელექტი“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.“
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.