მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST დასრულდა

news image
mbc image

ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ორდღიანი სპორტული ფესტივალი – SPORTFEST 2023 ჩატარდა.

ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

ფესტივალი  საკმაოდ მასშტაბური იყო და სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები გააერთიანა.  სპორტის სხვადასხვა სახეობის სივრცეებში,  სპორტულ და საბავშვო გასართობ მოედნებზე თუ  სპიკერებისთვის განკუთვნილი სპეციალური  სცენის მეშვეობით, ყველა ასაკის ადამიანს,  მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში ჩართვის საშუალება მიეცათ.  ფესტივალს დაესწრნენ გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები.

 ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი,  ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 12 წლის ერეკლე ტაბატაძე,  ერთდროულად შეეჯიბრა ჭადრაკის მოყვარულებს.

ლიბერთის მხარდაჭერით, ფესტივალის მიმდინარეობისას, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტიგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად შეხვდა ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს.

ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის,, ფეხბურთელმა გოგონებმა უმასპინძლეს. 

,,ლიბერთი, მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. „სპორტფესთან“ პარტნიორობით, შესაძლებლობა მოგვეცა ქალთა გაძლიერების  თემაზე გვესაუბრა და ფესტივალის სტუმრებისთვის საინტერესო აქტივობები შეგვეთავაზებინა. ვფიქრობთ, ქალთა საფეხბურთო კლუბის -„ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა გოგოებმა  კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ის რომ ქალებს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სპორტის განვითარებაში. ლიბერთი მადლობას უხდის ნონა გაფრინდაშვილსა და ნანა იოსელიანს პროექტში მონაწილეობისა და საინტერესო საჭადრაკო სესიებისთვის“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხიმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა