მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ლონდონის წამყვან უნივერსიტეტში სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით – Chevening-ის გამარჯვებულის გამოცდილება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს  ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდია იკავებს.

Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საერთაშორისო სტუდენტების ქსელის წევრი.

ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 27 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად. მათ შორის არის გიორგი კვინიკაძე, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

ლონდონი

„ჩავაბარე MS Data Science-ის ფაკულტეტზე The London School of Economics and Politics-ში, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს. ზოგადად, ეს ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრად არის მიჩნეული, მრავალფეროვნებისა და ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით. ადაპტაციის პროცესშიც მისი მულტიკულტურული გარემო დამეხმარა. ამ ქალაქში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის კომფორტული საცხოვრებელი ადგილი და სივრცე იპოვოს და მარტივად ინტეგრირდეს. ძირითად სირთულეს ქალაქის სიდიდე და  ცხოვრების ჩქარი ტემპი წარმოადგენს, რაც დატვირთული სასწავლო პროცესის დროს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და კარგი დროის მენეჯმენტის უნარებს მოითხოვს. უპირატესობებს რაც შეეხება, ლონდონი არის შესაძლებლობების და ახალი აღმოჩენების ქალაქი, სახასიათო არქიტექტურითა და მრავალფეროვანი მუზეუმებით. ბევრი მცდელობა არ დაგჭირდებათ, ლონდონი თქვენი საყვარელი ქალაქი ნამდვილად  გახდება.“

სწავლა

„The London School of Economics and Political Science – ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია როგორც ლონდონში, ისე – მსოფლიოში. შესაბამისად, სასწავლო პროგრამები ძალიან ინტენსიურია და ისინი ბაზრის მოთხოვნებთან მაქსიმალურად ახლოსაა. დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას, რაც სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობასა და საგანმანათლებლო კლუბებში გაწევრიანებას მოიაზრებს. ყოველკვირეულად გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის წარმომდგენლებს და რეალურ ბიზნესქეისებზე ვიმუშაოთ. LSE-ში სასწავლო გარემოც ძალიან საინტერესოა: ლექციები სხვადასხვა შენობაში მიტარდება – ზოგი მოდერნისტულია, ზოგიც ისტორიული… სხვა ყველაფერთან ერთად გარემოს მსგავსად ცვლილება სიახლის შეგრძნებას იწვევს. განსხვავებული დამოკიდებულება იგრძნობა ფაკულტეტისა და პროფესორებისგანაც - ყოველთვის გრძნობ, რომ შენ ხარ მთავარი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კვლევით ნაშრომზე ფინანსურ კომპანია WISE-ის გუნდთან ერთად ვმუშაობ“.

გარემო

„ბრიტანელები ძალიან თავაზიანი და მეგობრული ხალხია. როგორც უკვე აღვნიშნე, ლონდონში მულტიკულტურული გარემოა, რაც ადამიანების გაცნობასა და დამეგობრებაში გეხმარება. ჩემს შემთხვევაში, უნივერსიტეტი და სტუდენტური კლუბები მეხმარება სამეგობრო წრის გაფართოებასა და ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.“

აპლიკაციის შევსების პროცესი

„მნიშვნელოვანია, თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად კარგად მოემზადო და კარგად წამოაჩინო ის მიზნები, რისთვისაც გჭირდება Chevening-ის პროგრამაში გამარჯვება. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით წაიკითხე აპლიკაციის მოთხოვნები და სწორად შეარჩიე სასწავლო პროგრამა, რომელზეც გსურს სწავლის გაგრძელება. გაითვალისწინე შენი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება და სამომავლო გეგმები. აპლიკაციის შევსება შრომატევადი პროცესია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიჯერო საკუთარი თავის და არცერთ ეტაპზე არ გაჩერდე.“

კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პორტფელში შემავალი პროექტების შესახებ და აღმოაჩინოთ თქვენზე მორგებული შესაძლებლობები, ეწვიეთ ვებგვერდს: CSR.BOG.GE

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა