მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მაკროეკონომიკური გარემო და არსებული პარამეტრები რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა - ოთარ ნადარაია

news image
mbc image

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას დადებითად აფასებს. ოთარ ნადარაიას მიაჩნია, რომ არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სებ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღების საშუალებას აძლევდა. 

„მაკროეკონომიკური გარემო და არსებული პარამეტრები რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას იძლევა.

ჩვენი პროგნოზი წლის განმავლობაში ისევ უცვლელია და 2024 წლის ბოლომდე განაკვეთის 1%-მდე შემცირებას გულისხმობს. ჩვენი საბაზო სცენარი წლის ბოლოსათვის 8,5%-ია“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ. 

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ფიქრობს, რომ საქართველომ მაღალი ინფლაციური პერიოდი უკვე დაძლია და ამიტომაც საქართველოსნაირ ქვეყნებში ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება დაიწყეს. ოთარ ნადარაიას თქმით, ანალოგიურ გადაწყვეტილების მიღება მალე მოსალოდნელია აშშ-ს და ევროპის ცენტრალური ბანკების მხრიდანაც. 

„ამერიკაც და ევროპაც პიკზეა და იქაც მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ჩვენნაირ ქვეყნებზე რაც შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ამ მაღალი ინფლაციის პერიოდებს, რაც საბედნიეროდ გადავიარეთ, შევხდით ისედაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. ჩვენნაირ ქვეყნებში უფრო ადრე დაიწყო გამკაცრება ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომ შერბილების ციკლი ჩვენთან ცოტა ადრე დაიწყო“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

სებ-ში მიაჩნიათ, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთი მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. 

„შიდა ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი ჩვენი შეფასებით არის მომსახურების ინფლაცია. თქვენ იცით, რომ ბევრ ქვეყანაში გამოიყენება საბაზო ინფლაცია, საბაზო ინფლაცია ჩვენთან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, მაგრამ სურათს, თამბაქოს და ენერგომატარებლებს თუ გამოვრიცხავთ, მომხმარებლის კალათის სტრუქტურიდან გამომდინარე ბევრი არ რჩება. შიდა ინფლაცია, რასაც მოთხოვნის მხარე განაპირობებს ვფიქრობთ უფრო მომსახურების ინფლაციაა. ამ კუთხით ნორმალიზება მიმდინარეობს. თვე თვეზე მაჩვენებლებს თუ დავაკვირდებით სამიზნესთან ახლოსაა“, - აღნიშნა ნადარაიამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა