მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციები: Marketing Brew by Mastercard

news image
mbc image

თანამედროვე კონკურენტულ ლანდშაფტში, პერსონალიზებული მარკეტინგული სტრატეგია გადამწყვეტია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უფრო მეტად დაუკავშირდეს მომხმარებლებს და შეინარჩუნოს ლოიალური დამოკიდებულება. ის გულისხმობს ინდივიდუალურად, მომხმარებლებზე მორგებული შეთავაზებების შექმნას მათი პრეფერენციებისა და ქცევების საფუძველზე. ეს მიდგომა სცილდება ტრადიციულ, ერთჯერად მარკეტინგულ კამპანიებს - ცდილობს თითოეულ მომხმარებელს მიაწოდოს შესაბამისი შინაარსი და შესთავაზოს მათ ღირებული გამოცდილება. სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხების მიმოხილვას ეხებოდა Mastercard-ის საინტერესო ღონისძიება Marketing Brew.

ღონისძიება Mastercard-ის მარკეტინგის რეგიონულმა ვიცე-პრეზიდენტმა, იასემინ დეველიოღლუმ გახსნა. მან ხაზი გაუსვა მარკეტინგულ კამპანიებში პერსონალური მიდგომის მზარდ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ როგორ ცვლის ინდუსტრიას მონაცემებზე ორიენტირებული სტრატეგიები. Mastercard-ის მთავარი მიმართულება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა, სადაც მომხმარებლის მოთხოვნილებების გაგება და მათი დაკმაყოფილება, ნებისმიერი მარკეტინგული კამპანიის საფუძველია.

„Mastercard-ის Priceless პლატფორმა არის გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პერსონალიზაციამ აამაღლოს ბრენდი და შექმნას დასამახსოვრებელი, შეუფასებელი გამოცდილება მომხმარებლისთვის. პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს უნიკალური, პერსონალიზებული გამოცდილება, რომელიც სცილდება ტრანზაქციებს და ამყარებს ემოციურ კავშირს მომხმარებლებთან. ეს არ არის მხოლოდ ტენდენცია - ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომლის მთავარი გმირიც, მომხმარებელია“.

ღონისძიებაზე განხილული იყო ციფრული მედიაც, როგორც თანამედროვე მარკეტინგის მთავარი შემოქმედი. საუბარი განვითარებად მედია ლანდშაფტს და ციფრული პლატფორმების მზარდ როლს ყოველდღიურად მზარდ როლს შეეხო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სესია, რაღა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის მარკეტინგში ინტეგრირებას დაეთმო. თუ  როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგულ სტრატეგიებსა თუ ტაქტიკებს, წინასგანჭვრეტადი ანალიტიკიდან დაწყებული, ავტომატიზებულ კონტენტის შექმნამით დასრულებული; თუ როგორ შეუძლია AI-ს გააუმჯობესოს მომხმარებელთა გამოცდილება და მოახდინოს მარკეტინგული ოპერაციების ოპტიმიზაცია, რაც მას თანამედროვე სამყაროში ყველა ზომის ბიზნესისთვის საინტერესო იარაღად აქცევს.

საინტერესო მოხსენებები პანელური დისკუსიითა და კითხვა-პასუხით გაგრძელდა, დამსწრეები ცოცხალ საუბარში ჩაერთვნენ და მომხმარებელთა მოლოდინებისა და ღირებულების შექმნის შესახებ ისაუბრეს. ახალი იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკების გასაზიარებლად, ინტერაქტიური ფორმატი საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

საუბარი დაეთმო Mastercard-ის სამოგზაურო უპირატესობებს და როგორც პრემიუმ, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილ შეთავაზებებს. წარმოდგენილი შესაძლებლობები ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს გამოიყენონ ეს შეთავაზებები მომხმარებელთა ჩართულობისა და ლოიალობის პროგრამების გასაუმჯობესებლად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა