მეტი მწვანე ობლიგაცია უნდა მივაწოდოთ ბაზარს, რათა საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის რელევანტური დარჩეს - თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი
თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო მწვანე ობლიგაციების მიმართულების განვითარების კუთხით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის რელევანტური დარჩეს, იმ ფონზე, როდესაც ამ ტიპის ობლიგაციებზე მსოფლიო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნა მზარდია.
„თუ შევხედავთ საერთაშორისო ტენდენციებს, მწვანე ობლიგაციების ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს რელევანტური საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი მწვანე ობლიგაციის მიწოდება განვახორციელოთ ბაზარზე.
ცნობადობა მნიშვნელოვნად იზრდება. თუ სამი წლის წინ არცერთი ობლიგაცია არ იყო, დღეს-დღეობით თიბისი კაპიტალის დახმარებით 5 მწვანე მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციაა გამოშვებული.
ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გვაქვს იმისთვის, რომ ცნობადობა ავწიოთ და კომპანიებს მივეხმაროთ ტრანსფორმაციის გზა გაიარონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით“, - ამბობს მერი ჩაჩანიძე.
იგივე თემაზე:
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.