მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიკრობანკის ლიცენზია მოგვცემს საშუალებას, რომ ბიზნესს განვითარებაში დავეხმაროთ - MBC-ის რისკების დირექტორი

news image
mbc image

„მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ MBC რისკების დირექტორი ნინო დევდარიანი Business Insideer Georgia-სთან ფინანსური ინსტიტუტისთვის მიკრობანკის ლიცენზიის მინიჭების ფაქტს დადებითად აფასებს.

„MBC-იმ ძალიან დიდი შრომა ჩადო და დიდი პროცესი განვლო. ფინანსურმა ინსტიტუტმა 12 თვის წინ შეიტანა განაცხადი და ახლა მიიღო ლიცენზია. რის უკანაც გუნდის დიდი პროფესიონალიზმი და შრომა დგას. მათ შორის ეროვნული ბანკის დიდი ჩართულობა მთელ ამ პროცესში.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახალი საფინანსო ინსტიტუტი გამოჩნდა ბაზარზე. ჩვენ ვაანონსებდით, რომ MBC გამოჩნდებოდა ბაზარზე მიკრო ბანკის სახით“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა.

MBC-ის რისკების დირექტორის შეფასებით, მიკრობანკის გამოჩენა თავის მხრივ ბაზარზე არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.

„ფაქტობრივად, ეს არის უნიკალური საფინანსო ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელსაც აქვს პირდაპირი მანდატი, რომ დააფინანსოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი და მისი პორტფელის უდიდესი ნაწილი 70% და მეტი უნდა იყოს ბიზნესზე გაცემული კრედიტები. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ამ სტატუსის მოპოვება და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ, ეს არის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო დევდარიანმა. 

იგივე თემაზე: 

ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის საქმიანობის პირველი ლიცენზია MBC-ზე გასცა

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა