მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი 40 000 ლარით დაჯარიმდა

news image
mbc image

 

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი დააჯარიმა. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 შემთხვევა, რაც „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში - „წესი“) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 შემთხვევისათვის - სულ - 6,000 ლარი.

„მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 5 ფაქტი, რაც ხსენებული წესის მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 5 შემთხვევისათვის - სულ - 10,000 ლარი.

ორ კლიენტზე მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის მოპოვებული ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვა, რაც ხსენებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები 2 დარღვევისთვის - სულ, 4,000 ლარის ოდენობით.

ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა ფუნქციონირებს მნიშვნელოვანი ხარვეზებით. მას არ გააჩნია დაკავშირებული, უჩვეულო გარიგებებისა და საეჭვო გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობება, რაც ჯარიმის წესის (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 20,000 ლარის ოდენობით. სულ - 20,000 ლარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 40,000 ლარის ოდენობით“, აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 75%-ს ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი ფლობს, ხოლო 25%-ს ეთერ ბერიძე-მელიქიშვილი, არჩილ მელიქიშვილი და ბესიკ მელიქიშვილი.

თავად ბერმელის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა ძირითადად ქართული კაპიტალით, ადგილობრივ მსესხებელთა ფინანსებითაა წარმართული.

„ბერმელის“ სასესხო კაპიტალი (კომპანიაში შემოტანილი დანაზოგი) გამყარებულია ,,ბერმელის” საწესდებო კაპიტალით, აგრეთვე “ბერმელის”საკუთარი ქონებით, უძრავი ქონების იპოთეკით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მიღებული ავტომანქანების რეგისტრაციით სშსს მომსახურების სააგენტოში, ძვირფასი ლითონებისა და თვლების, მობილური ტელეფონებისა და ტექნიკის გირაოთი, თავდებობის ხელშეკრულებით და სხვა გარანტიებით.

კომპანია მუშაობს თავისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არის მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრი და თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: თიბისი ბანკი და სტანდარტ ბანკი და აქვს პერსპექტივა ისეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, როგორებიცაა: საერთაშორისო მიკროსაფინანსო ქსელი (MFC), აშშ საერთო განვითარების სააგენტო; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევრობანკი; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები (USAID, UNHCR CV, IRC)“, - აღნიშნილია კომპანიის ვებგვერდზე გათავსებულ ინფორმაციაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა