მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წმინდა მოგება 217%-ითაა გაზრდილი
2024 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წმინდა მოგება 217%-ითაა გაზრდილი. როგორც „კრისტალის“ ვებგვერდზე განთავსებული 2024 წლის პირველი კვარტლის ანგარიშიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-მარტში „კრისტალის“ წმინდა მოგება 4,988,312 ლარი იყო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,575,291 ლარი.
2024 წლის სამ თვეში „კრისტალმა“ მთლიანი საპროცენტო შემოსავლების სახით 29,277,263 ლარი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24,388,697 ლარი. ზრდა 20%-ია.
2024 წლის პირველ კვარტალში „კრისტალის“ მთლიანმა საპროცენტო ხარჯებმა 10,683,347 ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 18,593,916 ლარი.
იმავდროულად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წმინდა მოგება დარეზერვებამდე 8,999,296 ლარი იყო, ხოლო მთლიანი ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით 2,763,906 ლარი.
რაც შეეხება „კრისტალის“ სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს 2024 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ასე გამოიყურება:
კრისტალის საიტზე განტავსებული ინფორმაციის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანზაციას დდღეისათვის 54 ფილიალი აქვს.
„ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მრავალფეროვან, თანამედროვე, ინოვაციურ, მწვანე ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს და მათ ყველა საჭირო მომსახურებით უზრუნველყოფს.
კრისტალი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების პლატფორმას, რომელიც ინდივიდუალური სერვისებითა და საჭირო გამოცდილების გაზიარებით, ფერმერების, მიკრო და მცირე მეწარმეების საქმიანობების ზრდას უწყობს ხელს, ეხმარება მათ ბიზნესპოტენციალის გაცნობიერებაში, ფინანსური სტაბილურობის მიღწევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.
კრისტალი ისწრაფვის საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და გარემოს დაცვისკენ, რაც ინტეგრირებულია მის კორპორაციულ სტრატეგიასა და სამ ძირითად მიმართულებაში: ხალხი, პლანეტა და მოგება“, - აღნიშნულია კრისტალის საიტზე განტავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.