მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემოს, სტაბილური გაცვლითი კურსის, ინფლაცისა და ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, სებ-მა დროული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ლადო პაპავა

news image
mbc image

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებით სებ-მა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, - ასე აფასებს აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, საქართველოში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა და სებ-ს საშუალება მიეცა ზომიერი ნაბიჯები გადაედგა და განაკვეთი ისევ შეემცირებინა.

„საქართველოში სტაბილურად საკმაოდ მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა. ყველა პარამეტრი, გაცვლითი კურსი სტაბილურია, ინფლაცია ზომიერების ფარგლებშია და ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განაკვეთი 9%-დან 8,25%-მდე შემცირებულიყო“, - აღნიშნავს ლადო პაპავა.

მისივე თქმით, როცა მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირდეს და ლოგიკურია, რომ პერიოდულად ყოველ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება. „პირველი და მთავარი - ეს არის სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება არის თუ არა გაბედული - გარკვეული აზრით არის, რადგან მანამდე შემცირებები უფრო ზომიერი იყო. ახლა ცოტათი მეტია, თუმცა 1 პროცენტულ პუნქტზე დაბალია. გარე საფრთხეები არ არის გამორიცხული და ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა. თუ საჭირო იქნება გარკვეული კორექტირებების შეტანა, სებ-ს შესაბამისი ბერკეტები გააჩნია. თუ გლობალური პროცესები იქნება არასტაბილური, ამან შეიძლება გამკაცრება მოითხოვოს“, - აღნიშნა პაპავამ.

აკადემიკოსი ხაზს უსვამს, რომ ინფლაციის დაბალმა დონემ და ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობამ სებ-ს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების საშუალება მისცა

. „ინფლაციის მაჩვენებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შეფასებისთვის. თებერვალში ფასების საერთო დონე 0,3%-ით გაიზარდა და საბაზო ინფლაცია არის 2,4%-ი. ეს სავსებით ნორმალური მაჩვენებელია და ის სამიზნე მაჩვენებლებზე დაბალია. ინფლაცია განაპირობებს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირებულიყო“,- აცხადებს ლადო პაპავა. მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი საკმაოდ სტაბილურია. ჩვენ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტები რომ არ გაძვირდეს გაცვლითი კურსი იყოს მეტ-ნაკლებად სტაბილური. ამასთან ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ რჩება გარკვეული საფრთხეები, რომლებიც დაკავშირებულია გლობალურ ეკონომიკასთან და არსებულ გამოწვევებთან. „რადგან გარე საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საკმაოდ ზომიერი და მართებულია. რომ არა ეს საფრთხეები, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს ვურჩევდი, უფრო მნიშვნელოვანი შემცირება განეხორციელებინა. თუმცა ამ ეტაპზე ეს სავსებით ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობაა“, - აცხადებს ლადო პაპავა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა