მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებით მომდევნო წლებში შემცირდება - პროგნოზი
მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზის შეფასებისას განხილული ყველა სცენარის მიხედვით, მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებით იზრდება, მაგრამ დაშვებული შოკის ნეიტრალიზებასთან ერთად იწყებს კლებას.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, პანდემიის გამო გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის და შესაბამისად გაზრდილი ფინანსური საჭიროებების შედეგად მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობამ 2020 წლის ბოლოს მდგომარეობით მიაღწია კრიტიკულ დონეს, მაგრამ 2022 წლის ბოლოს ვალის მშპ-თან ფარდობა შემცირდა 39.8%-მდე, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მისი 38.4 პროცენტამდე შემცირება.
დამატებითი შოკების მოხდენის გარეშე, ვალის მშპ-თან ფარდობა შემდეგ წლებშიც შეინარჩუნებს კლებად ტენდენციას.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.