მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები და ჩვენ ამას გავაკეთებთ - ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სებ-ს ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება დაიცვას სანქციები, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში არანაირი კითხვა არ გაჩნდეს, ყოველთვის, როცა აუცილებლობა გაჩნდება მექანიზმის დახვეწაზე იმუშავებენ. 

„როდესაც მივხვდით, რომ აუცილებელია არსებული მიდგომის გადახედვა, სწორედ იმიტომ რომ პირველი შემთხვევა დადგა და მისი გაანალიზების შესაძლებლობა მოგვეცა, რასაკვირველია, გავასაჯაროვეთ ცვლილებები, რომელიც მივიღეთ. ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქცია გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ ავტომატურად კი არ მოხდება სანქციის აღსრულება, არამედ მას შემდეგ, რაც დაცული იქნება ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური ფუნდამენტური უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს არ დავარღვევთ და იქნება ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

რატომ ოთარ ფარცხალაძე? მარტივად, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა. მე ეს უკვე ვთქვი და გავიმეორებ - არ მაინტერესებს სახელი და გვარი. ჩვენ შეიძლება გვქონდეს საქმე ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ფარცხალაძე აღარც იქნება ამ რეგულაციის სუბიექტი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არაა კონკრეტული პიროვნების დაცვა, ეს თანაბრად შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს.

სანქციები არ არის ერთი და ორი დღის მოვლენა, ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. ნაკისრი გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ დავიცვათ სანქციები, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ პროცესში არანაირი კითხვა არ გაჩნდეს, ყოველთვის, როცა დავინახავთ აუცილებლობას, დავხვეწთ ამ მექანიზმს და საქართველოს მოქალაქეები იქნებიან უფრო მეტად დაცულები, იმიტომ რომ მათ იცავთ კონსტიტუცია. ალბათ ეს უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფარცხალაძე მაინც დარჩება სანქცირებული, როგორც რუსეთის მოქალაქე. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე“, - განაცხადა თურნავამ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა