მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

NASA-ს ჰაკათონი მათთვის, ვისაც კოსმოსი აინტერესებს - პროექტის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

მათთვის, ვისაც კოსმოსი, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასტრონომია აინტერესებს, თბილისში NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება. აღნიშნული პროექტი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ჰაკათონში მონაწილეობა პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.

გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს.

ჰაკათონის მონაწილეებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს.  ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი. ისინი ვირტუალურად დაესწრებიან ვორქშოპებს, თუმცა, უშუალოდ ღონისძიებაში მონაწილეობას ჟიურის მიერ შერჩეული 20-ზე მეტი გუნდი მიიღებს.  

„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენი მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ასტრონომიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. აღნიშნული ჰაკათონი მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს, რაც საქართველოში მის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი უნარები, განვითარების ახალი შესაძლებლობები და არ გაჩერდნენ. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მათ მხარდაჭერას და ახალი, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრებას ეცდებიან.

საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები - რუდოლფ ერემიანი, მონაცემთა მეცნიერი, Toptal;
  • პროტოტიპირება - რუსო ჩაჩანიძე, Medialab-ის ხელმძღვანელი; ლუკა კაკაბაძე, აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, Medialab;
  • Introduction to Large Language Models - გიორგი ჯვარიძე, MaxinAI-ის თანადამფუძნებელი და ინჟინერიის დირექტორი;
  • მითები Software Engineering-ზე - მერაბ ტატო კუტალია, Google-ის ანდროიდ დეველოპერ ექსპერტი;
  • ასტროფოტოგრაფია - სანდრო შუღლაძე, ასტროფოტოგრაფი;
  • UI/UX დიზაინის საფუძვლები - ნიკ ოსიპოვი, დიზაინერი, სმარტ აკადემიის ლექტორი.

NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა