მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

news image
mbc image

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება".

დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ  მოჰანტი, ლიეტუვის ბანკის საბჭოს წევრი  სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე.

აღნიშნულ პანელს მოდერატორობას ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა მაი გაუწევს.

ADB-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სებ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება კამბოჯის ეროვნულ ბანკთან, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტთან და ფინტექ კომპანია Elevandi-სთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მონაწილეობას ასევე მიიღებს „საქართველოს ბანკის" პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - ტექნოლოგიის როლი ინკლუზიური ფინანსების ხელშეწყობასა და კლიენტების მდგრადობის ხელშეწყობაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრები სსფ-ს ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის ბორდის წევრსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. საქართველო აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა.

ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა თბილისში, 2-დან 5 მაისამდე გაიმართება.  წლიური შეხვედრის სლოგანია: „ხიდი მომავლისკენ". ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური პანელური სესიები, პარალელური პანელური დისკუსიები და შეხვედრები. მაღალი დონის სესიების პანელებზე დისკუსიები გაიმართება გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თბილისი 68 ქვეყნის დელეგაციას და 4000-მდე სტუმარს უმასპინძლებს. დაგეგმილია 70-ზე მეტი ღონისძიება. წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა