მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს შეხვდა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, და ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში  ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, ამ მხრივ ბაზარზე არსებული დადებითი დინამიკა და არსებული გამოწვევები განიხილეს. ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებს ასევე გააცნეს ბაზრის განვითარებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განახლების სამომავლო გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბაზრის განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესის ჭრილში, შეხვედრაზე ხაზი გაესვა კორპორაციული (საწარმოთა) ობლიგაციების ბაზრის ზრდის დადებით დინამიკას. კერძოდ, ბოლო 5 წლის განმავლობაში მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის მიერ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შედეგად, საქართველოში საჯაროდ შეთავაზებული კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა  და ამჟამად 1.8 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული ბაზარი წლიურად საშუალოდ 40 პროცენტით იზრდებოდა, მხოლოდ მიმდინარე წელს კი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ წელს პირველად კორპორაციული ობლიგაციების სეგმენტზე ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ლარის ობლიგაციების საჯარო შეთავაზება მოხდება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ბაზრის განვითარების დადებით ტენდენციაზე და ინვესტორთა ინტერესის ზრდაზე ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური პროდუქტების მიმართ.

მსგავსი შეხვედრები ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეებთან მომავალშიც გაგრძელდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა