ნათია თურნავა სსფ - ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს. ნათია თურნავამ ჯიჰად აზურს საქართველოს მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის რეფორმები გააცნო. ამასთან, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მიმდინარეობას. აღინიშნა, რომ პროგრამა საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება გამახვილდა ეროვნული ბანკის როლზე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის ეროვნული ვალუტის - დრამის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაში. მაღალი რანგის სიმპოზიუმი, დილიჟანში, სომხეთის ცენტრალური ბანკისა და "ბრეტონ ვუდსის კომიტეტის" ორგანიზებით გაიმართა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების მმართველებთანაც.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.