მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში Invisso (ყოფილი Euromoney) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
 

Invisso-ს ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ ცენტრალური ბანკების მმართველები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური ბაზრების წარმომადგენლები, ინვესტორები, რეგულატორები და პოლიტიკოსები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან.
 

ნათია თურნავამ პანელურ დისკუსიაში, რომლის სახელწოდებაა „ცენტრალური ბანკები გლობალური შოკების შემდეგ“, ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ზომებზე ინფლაციის მართვის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მისი თქმით,  ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისთვის. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა კოორდინირებულმა ზომებმა წარმატება მოუტანა ქვეყანას.  შედეგად, თითქმის ორი წელია ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება.
 

ვენაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებთან. შეხვედრა Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით იმართება და მას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის, Morgan Stanley Investment Management Limited, Fidelity Investments, Allianz Invest, Artisan Partners, Swedbank Investiciju valdymas, UAB და ა.შ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ინვესტორებს წარუდგენს პრეზენტაციას საქართველოში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებული ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებაზე, დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
 

შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა