მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავამ EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან ერთად სემინარი გახსნა

news image
mbc image

საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე - ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა დღეს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის,  უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი და EBRD-ის  აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორი, მატეო პატრონე  კავკასიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.

ნათია თურნავასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის რეფორმები ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.  

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა EBRD-ის მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსათვის. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"ჩვენი პრიორიტეტია საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ბაზარზე ინფორმაციის გამჭვირვალობისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება. ამ თვალსაზრისით, EBRD ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სწორედ EBRD-იმ გამოუშვა პირველი ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდი, რამაც შეუწყო ხელი  კაპიტალის ბაზრის განვითარებას საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები, კავკასიაში EBRD - ის რეგიონული დირექტორი, ალკის ვრეინიოს დრაკინოსი და მისი წინამორბედი კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა