მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" პროექტის ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა და ევროკავშირის "დაძმობილების" (Twinning) პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.  

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებმა, მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმოიხილეს რეგულირებად სექტორებში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და სამართლებრივი აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები. ასევე, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მიღებული შედეგების და გამოწვევების  იდენტიფიცირება.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც  ეროვნულმა ბანკმა, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიაღწია.

"ამ კუთხით ძალიან ბევრი რეგულაცია შემუშავდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი მუდმივად იხვეწება. გასულ წელს 8000-მდე საჩივარი შემოვიდა ეროვნულ ბანკში, 22 000-მდე საბანკო სისტემაში და ჩვენ არა მხოლოდ განვიხილავთ, არამედ თვალს ვადევნებთ როგორი რეაგირება ხდება ამ საჩივრებზე. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი მუდმივად მზარდია, რაც ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დადებითად აისახება მომხმარებელთა ცნობიერების ზრდაზე და მათი უფლებების დაცვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს",  - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკის კონკურენციის განყოფილება, რომელიც გასულ წელს შეიქმნა, ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდება რამდენად კარგად არის დაცული კონკურენციის თამაშის წესები საბანკო სექტორში. ხორციელდება მთელი რიგი მოკვლევები და ზედამხედველობა.

"ეკონომიკის სწრაფი განვითარების  შესაბამისად, საბანკო სექტორიც სწრაფად ვითარდება, მასში მონაწილე მხარეების უფლებები კი სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად უნდა იყოს დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობაა და გადაწყვეტილების მიღების დროს ამასაც ვიღებთ მხედველობაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში, საკანონმდებლო სიახლეებისა და რეგულაციების ეფექტიანად დანერგვის პროცესში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის კონსულტაციებს და ინტენსიურ თანამშრომლობას თითქმის ყოველდღიური ხასიათი აქვს. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა