ნათია თურნავამ ProCredit Bank Georgia ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ProCredit Bank Georgia - პროკრედიტ ბანკი საქართველოს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, „პროკრედიტ ბანკი“ სტაბილური და სანდო ფინანსური ინსტიტუტია. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში.
მისივე თქმით, გასული 25 წლის განმავლობაში ქართულ საბანკო სექტორს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა ყოველივე ამის მიუხედავად, მდგრადობა შეინარჩუნა და დიდ წარმატებებს მიაღწია, რასაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.
„პროკრედიტ ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ისე მაღალი სტანდარტების საბანკო სერვისების დამკვიდრებაში. პროკრედიტ ბანკის მსგავსად, გასული 25 წელი ძალიან წარმატებული იყო მთლიანად ქართული საბანკო სექტორისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა
26.11.2026.14:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.
მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.
განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.
ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.