მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა USAID-ს და აშშ-ის მთავრობას მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი დახმარებისთვის. თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკური დახმარების გაწევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და ხალხის კეთილდღეობაში.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის წვლილზე და აღნიშნა, რომ მრავალფეროვან საინვესტიციო რესურსებზე და ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ქვეყნის კერძო სექტორისთვის.

"საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ შუა დერეფანში, ჩვენს რეგიონში გახდეს ფინანსური ინოვაციებს ჰაბი. საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს ქვეყანაში ინოვაციური და ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში. სებ-მა შეიმუშავა სტრატეგიული მიდგომა, რომელიც პოლიტიკაზე ორიენტირებულ ღია რეგულირებას გულისხმობს და ფინანსური სისტემის მონაწილეთა სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენი მიზანი ფინანსური სისტემის ფარგლებში დიჯიტალიზაციის სტიმულირება და ინოვაციური გადაწყვეტების უსაფრთხოდ დანერგვის წახალისებაა", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პროექტზე, მათ შორის USAID-ის გუნდის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე "ფინტექ ბიზნესმოდელის რუკები“, რომლის ფარგლებშიც დადგინდა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე არსებული ინოვაციების რეგულაციური ბარიერები.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა სებ-ის ინიციატივით, "ისწავლე კეთებით" მიდგომის დანერგვაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინტექ ბიზნესმოდელების განვითარებას. ამ მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) თანამშრომლობით, საქართველოში შეიქმნა რეგიონში პირველი ღია ბანკინგის ტექნიკური ლაბორატორია, რომელსაც მონაწილეთა მრავალფეროვანი სპექტრი ჰყავს. ლაბორატორია შერჩეულ ფინტექ კომპანიებს ღია ბანკინგის ახალი API-ების ტესტირების საშუალებას აძლევს, რაც ინოვაციების მოზიდვის შესაძლებლობაა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, კარგად განვითარებულ შიდა კაპიტალის ბაზარს შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და  კორპორაციული და საყოფაცხოვრებო სექტორის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.
 


 

"მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო კაპიტალის ბაზრის განვითარების ამოცანისადმი სებ-ის მტკიცე ერთგულება. ამ მიზნით გავაგრძელებთ პროდუქტიულ თანამშრომლობას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, საჯარო და კერძო პირებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ფაზაშია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან საოცრად კარგი პროგრესი აჩვენა, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, მთავრობის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების ინიციატივების დამსახურებაა.  USAID-მა ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას. 

USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი $18.9 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამის საშუალებით, USAID ხელს უწყობს ქვეყნის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებას.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა