მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნათია თურნავას ახალი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნიშვილი, 2012 წლიდან სებ-ში, ხოლო 2004 წლიდან გენერალურ პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა

news image
mbc image

ეროვნული ბანკი სებ-ში უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობის შექმნაზე განმარტებას აკეთებს. 

რატომ სჭრდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში: 

„ეროვნული ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერების, ასევე, უსაფრთხოების საკითხებზე სებ - ის მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადების მიზნით, ეროვნულ ბანკში შეიქმნა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დაიკავა მალხაზ ღუღუნიშვილმა.

მას ეროვნულ ბანკში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სებ-ში მალხაზ ღუღუნიშვილი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

სებ-ის ინფორმაციით, მალხაზ ღუღუნიშვილს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საჯარო და არასამთავრობო სექტორში. ღუღუნიშვილი მუშაობდა  საქართველოს პროკურატურსა და იუტიციის სამინისტროში. 
ის 2012 წლიდან  იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.

2009–2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი
2008–2009 წწ. სებ-ში ფულადი სახსრების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და. შემდგომ
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თამამდებობას იკავებდა.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის ინსპექციის გენერალური დეპარტამენტის უფროსი, 2000 – 2004 წლებში კი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის იურისტი, პროგრამის კოორდინატორი. 

მალხაზ ღუღუნიშვილი1993 – 1999 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა

26.11.2026.14:14

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც მიმდინარე პროექტების, დაგეგმილი საინვესტიციო პროექტებისა და თანამშრომლობის საშუალოვადიანი ჩარჩოს განსახილველად საქართველოში იმყოფებიან.

მისიას საქართველოში ხელმძღვანელობს AIIB-ის პოლიტიკისა და სტრატეგიის კომიტეტის დეპარტამენტის მენეჯერი ევრენ დილეკლი. შეხვედრაში ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობა მიიღო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, სიაჰონგ იანგიმ.

განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის არსებული, ასევე, სამომავლო პარტნიორობის პრიორიტეტები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

ხაზი გაესვა შუა დერეფნის განვითარების, ასევე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გაგრძელდეს თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ინფრასტრუქტურა, დაკავშირებადობის გაძლიერება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ენერგოეფექტურობა, ტრანსპორტი.

ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივასა და კაპიტალის აზიურ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა, დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა